ლამის მთელი 60-იანების ჰიმნად კი, ისევ "არხეინად მოჯირითე"-ში გაჟღერებული "თავისუფლებისთვის დაბადებული" იქცა. "სტეპნვოლფ"-ის ეს სიმღეა, 1968 წელს ევროპაში მომხდარ პოლიტიკურ მოვლენებს ეხმაურება. ითვლება რომ ჰევი-მეტალი, როგორც ტერმინი სწორედ ამ სიმღერის ტექსტიდან მოდის. "ტრამალის მგელი"-ც კანადიდან ჩამოვიდა კალიფორნიაში. ეს სახელი ხომ ჰერმან ჰესეს ნოველაზე მიუთითებს.